ჰოპკინსი ჰარი ლოიდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰარი ლოიდ ჰოპკინსი-დან)
ჰარი ლოიდ ჰოპკინსი – (ინგლ. Harry Lloyd Hopkins, 17 აგვისტო 1890 — 29 იანვარი 1946), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი, პრეზიდენტ ფ. დ. რუზველტის თანაშემწე და ნდობით აღჭურვილი პირი.
1938-40 – ვაჭრობის მინისტრი; 1941-45 – პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი და თანაშემწე, როგორც რუზველტის პირადმა წარმომადგენელმა, 1941 დასაწყისში მოინახულა ლონდონი, 1941 წლის ზაფხულში – მოსკოვი. მონაწილეობდა კვებეკის კონფერენციაში 1943, კაიროს (ინგლის-ამერიკა-ჩინეთის) კონფერენციაში 1943 და ყირიმის (იალტის) კონფერენციაში 1945. 1945 წლის მაის-ივნისში აწარმოებდა მოლაპარაკებას მოსკოვში ომისშემდგომი რეგულირების საკითხებზე, კერძოდ ბერლინის (პოტსდამის) 1945 კონფერენციის მომზადების საკითხებზე.