ჰარმონიული ანალიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰარმონიული ანალიზი – მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ფუნქციის თვისებებს მისი ფურიეს მწკრივად ან ფურიეს ინტეგრალად წარმოდგენის საშუალებით. ჰარმონიული ანალიზის ძირითადი ამოცანაა პერიოდული ფუნქციების დაშლა უმარტივეს ჰარმონიულ მდგენელებად, ე. ი. პერიოდული ფუნქციების წარმოდგენა ტრიგონომეტრიული მწკრივების სახით (იხ. ფურიეს მწკრივები).
მაგალითად, ჰარმონიული რხევები აღიწერება t დროის პერიოდული ფუნქციით: Asin (ωt + φ), რომელსაც ჰარმონიკას უწოდებენ.