ჰარტმანის გენერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰარტმანის გენერატორი – (დანიელი მეცნიერის ი. ჰარტმანის სახელის მიხედვით) – აკუსტიკური რხევების აირჭავლური გამომსხივებელი. შედგება საქშენისაგან, რომლისგანაც ზებგერითი სიჩქარით გამოიტყორცნება აირი და დამრეცი რეზონატორისაგან, რომელიც მოთავსებულია ამ აირის ნაკადში. ნაკადში წარმოიქმნება შემკვრივებისა და გაუხშოების პერიოდული რხევები, რომლებთანაც ურთიერთქმედებით რეზონატორი ასხივებს აკუსტიკურ რხევებს.