ჰაუზი ედუარდ მანდელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ მანდელ ჰაუზი

ედუარდ მანდელ ჰაუზი – (ინგლ. Edward M. House 26 ივლისი 1858 — 28 მარტი 1938) ), აშშ-ის პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

1912-19 – აშშ-ის პრეზიდენტის ვ. უილსონის მთავარი მრჩეველი. ახდენდა დიდ ზეგავლენას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაზე. ითამაშა აქტიური როლი აშშ-ის ჩაბმაზე პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს. მონაწილეობდა უილსონის „თოთხმეტი პუნქტის“ შემუშავებასა და ერთა ლიგის შექმნის შესახებ წინადადებების წამოყენებაში. აშშ-ის დელეგაციის წევრი პარიზის საზავო კონფერენციაზე 1919-20, რომლის მუშაობის დროსაც მოუვიდა უთანხმოება პრეზიდენტ უილსონთან. 1920-დან ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები