ჰაფნიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hapnioz.PNG

ჰაფნიოზი (პარატიფი) - ზრდადასრულებული ფუტკრის დაავადებაა, თან ახლავს 50—60% -მდე ფუტკრის დაღუპვა და ოჯახის დასუსტება. დაავადების განვითარებას უხარისხო საკვები და წყლის დაბინძურება უწყობს ხელს.დაავადების აღმძვრელი ბაქტერია სკაში შეაქვთ მოხეტიალე ფუტკარსა და კრაზანებს

დაავადების ნიშნები - ოჯახში პირველი ნიშნები მჟღავნდება დასნებოვნებიდან 3—14 დღის შემდეგ. დაავადებული ფუტკარი ნაკლებად მოძრავია, აღენიშნება დამბლა, გადიდებული მუცელი, სუსტი ფაღარათი. ფრენა ერთნაირად ინტენსიური არ არის. სკაში და საფრენ ფიცარზე არის თხიერი განავალი. დიაგნოზს ადგენენ ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. ამისათვის ლაბორატორიაში აგზავნიან 20—30 ფუტკარს.

ბრძოლის ღონისძიებები - დაავადებულ ოჯახებს აძლევენ სამკურნალო სიროფს (1 ლ სიროფზე 0,2 გ ლევომიციტინი). სიროფს აძლევენ საღამოთი ერთ ჩარჩო ფუტკარზე 100—150 მლ-ის რაოდენობით 3-ჯერ 5 დღის შუალედით.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები