ჰელვეციის რესპუბლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰელვეციის რესპუბლიკა – 1798-1803 შვეიცარიის ტერიტორიაზე არსებული რესპუბლიკის (სახელწოდება წარმოდგა შვეიცარიის ლათინური სახელიდან - ჰელვეცია). 1

798 წლის 5 მარტს საფრანგეთის ჯარებმა აიღეს ბერნი. 12 აპრილს გამოაცხადეს „ერთიანი, განუყოფელი.“ ჰელვეციის რესპუბლიკა შემოიღეს საფრანგეთის 1795 კონსტიტუციის მიხედვით შედგენილი კონსტიტუცია. გაუქმდა ყოველგვარი წოდებრივი განსხვავება. გამოცხადდა სინდისის, ბეჭდვის, ვაჭრობის, ხელოსნობის და სხვა თავისუფლება. ძალაუფლება ცენტრალიზებული იყო და გადაეცა საფრანგეთის მიერ დანიშნულ პირებს. ჟენევა, ბაზელი და სხვა ტერიტორიები შეუერთდა საფრანგეთს. 1798 წლის 18 აგვისტოს ჰელვეციის რესპუბლიკამ თავდაცვა-შეტევის კავშირი დადო საფრანგეთთან და II ანტიირანულ კოალიციასთან ომში ჩაება 1803 წლის 19 თებერვალს ე.წ.„მედიაციის აქტის“ თანახმად, აღედგინა ჰელვეციის რესპუბლიკაში 1798-მდე არსებული სახელმწიფოებრივი წესწყობილება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები