ჰელიადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰელიადები – (ბერძნ.) ჰელიოსისა და ოკეანიდა კლიმენეს ქალიშვილები, ფაეთონის დები.
საოცრად უყვარდათ ჰელიადებს ძმა-ფაეთონი. მათ ისე განიცადეს მისი დაღუპვა, ისეთი სიმწრით დაიტირეს, რომ ღმერთებმა ისინი გარდასახეს ვერხვის ხეებად, რომელთა ფოთლებიც მუდამ სევდიანად შრიალებდნენ. ჰელიადების ცრემლები მარგალიტებად გაიფანტნენ ხეთა რტოებში.