ჰელიოდანადგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰელიოდანადგარი

ჰელიოდანადგარი – მოწყობილობა, რომელიც იჭერს მზის სხივურ ენერგიას და გარდაქმნის მას პრაქტიკული გამოყენებისათვის მოსახერხებელ ენერგიად. განასხვავებენ დაბალტემპერატურიან „ცხელი ყუთის” ტიპის ჰელიოდანადგარს მზის ენერგიის კონცენტრაციის გარეშე (მზის საშრობები, წყლის გამაცხელებლები, წყლის გამამტკნარებლები და ა.შ.) და სხვადასხვა ჰელიოკონცენტრატორების გამოყენებით (მზის ღუმლები, მზის ძალოვანი დანადგარები, ჰელიოსამზარეულოები და ა.შ.). წყლის გამაცხელებელი ყველაზე მარტივი ჰელიოდანადგარის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ცივი და ცხელი წყლის სიმკვრივის სხვადასხვაობაზე. გამოიყენება თბომატარებლის ბუნებრივი ცირკულაცია. გაცხელებული წყალი დანადგარის უმაღლეს დონეზე დაყენებული ბაკიდან გამოაძევებს ცივ წყალს და იკავებს მის ადგილს. ცირკულაციის პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე წყლის ტემპერატურა პანელსა და ბაკში არ გათანაბრდება. ასეთ დანადგარს არ ჭირდება ტუმბო, რაც ამარტივებს და აიაფებს წყლის გამაცხელებელი დანადგარის ღირებულებას.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები