ჰელიოკონცენტრატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში მშენებარე, მსოფლიოში უდიდესი ჰელიოკონცენტრატორი

ჰელიოკონცენტრატორი − (ბერძ. hēlios მზე და იტალ. concentrare კონცენტრატი), მოწყობილობა მზის სხივური ენერგიის კონცენტრაციისათვის გასახურებელი სხეულის მცირე უბანზე; ქმნის მზის სხივების ნაკადის მაღალ სიმკვრივეს და ერთდროულად ამცირებს თბურ დანაკარგებს თბოგადაცემის ზედაპირის შემცირების შედეგად. ჰელიოკონცენტრატორს, როგორც წესი, აწყობენ სხვადასხვა ფორმის ჩაზნექილი ამრეკლებისაგან. ზოგჯერ გამოიყენება გამჭვირვალე ოპტიკური ფოკუსირებული ლინზები. ფოტოელექტრული პანელებისაგან განსხვავებით ჰელიოკონცენტრატორებში გამოიყენება სარკეების (ჰელიოსტატების) დიდი მასივი, რომელიც კრებს მზის სხივებს და კონცენტრაციას უკეთებს (მიმართავს) მასივის ცენტრში კოშკის თავზე განთავსებული დანადგარისაკენ. კონცენტრირებული მზის სხივები გარდაიქმნება სითბოდ, რომელიც ამუშავებს ორთქლის ტურბინას მიერთებულს ელექტროენერგიის გენერატორთან. ამ გზით მიიღება ელექტროენერგია. საინტერესო ფაქტია: მიღებული სითბო კარგად ინახება, რაც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ ელექტროენერგია მზის ჩასვლის შემდეგაც.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები