ჰემონქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰემონქოზი – (haemonchosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Haemonchus + ბერძნ. osis დაავადება), მცოხნელი ცხოველების ჰელმინთოზი. აღმძვრელები, ნემატოდები – Haemonchus spp. პარაზიტობენ მაჭიკში. ავადდება ცხვარი, თხა, ძროხეული, აქლემი, ჩრდილოეთის ირემი, გარეული მცოხნელები. გავრცელებულია ყველგან, მაგრამ კლინიკურად ვლინდება ცხვრებსა და თხებში სამხრეთის ქვეყნებში.
სიმპტომები: დაბეჩავება, მატყლის სიმშრალე და აბურძგვნა, ლორწოვანი გარსების ანემია, მადის დაქვეითება, ფაღარათი, რომელიც ყაბზობით იცვლება, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის მატება; ცუდი კვებისას – ძლიერი სისუსტე, შეშუპება ყბისქვეშა არეში.