ჰეპენინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეპენინგი – (ინგლ. to happen – შემთხვევითი მდინარება), 1960–70 წწ. პოსტმოდერნისტული ხელოვნების მიმართულება, თეატრალური მოღვაწეობის ფორმა, სადაც არ არის გამოყენებული წინასწარ შედგენილი ტექსტი ან რაიმე სახის სხვა პროგრამა. ეს შეიძლება იყოს თეატრალური თხზვა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც მსახიობები, ისე დამსწრე საზოგადოება. მასში შეიძლება ჩართული იყოს ხელოვნების ნებისმიერი დარგი თუ სახეობა და ასევე ნებისმიერი ტექნიკური საშუალებები. ჰეპენინგი აღმოცენდა როგორც ერთი კატეგორიის მსახიობთა ძიების შედეგი. ფართოდ არის გამოყენებული ნეოავანგარდისტების მიერ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები