ჰერაკლე (ბიზანტიის კეისარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერაკლე კეისრის სოლიდუსი

ჰერაკლე – (ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსი, ბერძ. Φλάβιος Ἡράκλειος, ლათ. Flavius Heraclius Augustus, დ. 575 – გ. 11 თებერვალი, 641), ბიზანტიის კეისარი 610-დან.

მან 627-628 საზართა ხაკანთან ერთად ილაშქრა თბილისში. 628 დაამარცხა თბილისში მდგომი ირანელთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი. მის გავლენაში მოექცა მთელი საქართველო. ქართლში ერისთავად თავისი ერთგული ადარნასე დასვა. მისი პოლიტიკის ზეგავლენით დასუსტდა ეგრისის სამეფო. მან მდინარე კლისურის დასავლეთი საბოლოოდ ჩამოაცილა ეგრისის სამეფოს, ააშენა ციხესიმაგრე ანაკოფია (დღევანდელი ახალი ათონი), იქ დასვა თავისი მოხელე და უწოდა აფხაზეთის ერისთავი. ამის შემდეგ აფხაზეთს ბიზანტიელი მოხელეები მართავდნენ არამემკვიდრეობის წესით.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები