კარაიანი ჰერბერტ ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰერბერტ ფონ კარაიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერბერტ ფონ კარაიანი

ჰერბერტ ფონ კარაიანი – (5 აპრილი 1908, ზალცბურგი – 16 ივლისი 1989, იქვე), ავსტრიელი დირიჟორი.

მუსიკალური განათლება მიიღო ზალცბურგის „მოცარტეუმში“. 1927-34 კარაიანი დირიჟორობდა კულმის საოპერო თეატრში, 1934-41 კი ქ. აახენში. 1941-44 ხელმძღვანელობდა ბერლინის სახელმწიფო კაპელას. 1947-იდან იყო ვენის „მუსიკის მეგობართა საზოგადოების” დირიჟორი და ზალცბურგის, ვენის, ბაიროითის, ბერლინის, მიუნხენისა და სხვ. ფესტივალების მონაწილე და ორგანიზატორი. გასტროლებს მართავდა ვენისა და ლონდონის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად. 1955−იდან იყო ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელი პარალელურად – ვენის სახელმწიფო ოპერისა (1956-64). 1964-69 კარაიანი „ლა სკალას“ თეატრის დირიჟორია, 1969 წლიდან კი ბერლინის სიმფონიური ორკესტრისა. კარაიანი XX ს-ის მეორე ნახევრის უდიდესი (საოპერო და სიმფონიური) დირიჟორი იყო. მის მიერ დაწესებული კონკურსის ლაურეატი (ოქროს მედალი) 1978 წელს გახდა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი (დირიჟორი ო. საფარიშვილი).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები