ჰეროდე ანტიპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეროდე ანტიპა - ჰეროდე დიდის შვილი, მან მიატოვა თავისი პირველი ცოლი და შეირთო თავისი ძმის, ჰეროდე პირველის, ცოლი ჰეროდიადა. ამ უკანონო ქორწინებისათვის იოანე ნათლისმცემელი გამუდმებით ამხელდა მას, რისთვისაც ძალიან სძულდა ჰეროდიადას. ჰეროდიადამ იმდენი შესძლო, რომ იოანე ნათლისმცემელი მოაკვლევინა. ეს ასე მოხდა: ერთხელ ჰეროდე ანტიპას დაბადების დღის ნადიმზე ჰეროდეადას ქალიშვილმა სალომეამ იცეკვა, რამაც ძალიან მოხიბლა მეფე და უთხრა, რასაც მთხოვ აგისრულებო. სალომეა დედას დაეკითხა, რა ვთხოვოო. მან ურჩია, რომ მისთვის ახლავე მოეტანათ ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი. სალომეამ თავი დედას გადასცა. როგორც წმიდა გადმოცემა გვაუწყებს, მოკვეთილმა თავმა ბაგე გახსნა და დაილაპარაკა: „ჰეროდე, შენ არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლი“, რისთვისაც ჰეროდიადამ ენა გამოაყოფინა და ნემსებით დაჩხვლიტა, შემდეგ კი მისი ბრძანებით წმ. იოანეს თავი ტუალეტში ჩააგდეს.



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები