ჰეტერაკიდოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰეტერაკიდოზი – (heterakidosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Heterakis + ბერძნ. osis დაავადება) – ქათმისებრი ფრინველების ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Heterakis gallinarium პარაზიტობს ბრმა ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: მადის დაკარგვა, ფაღარათი, სიგამხდრე, სისუსტე, კვერცხმდებლობის შემცირება, მოზარდეულის ზრდაგანვითარების შეფერხება.