ჰიადები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიადები(ბერძნ.) „წვიმიანნი“. ნიმფები, ატლასისა (ვერსიები: ერეხთევსის, კადმოსის ან ოკეანოსის) და ოკეანიდა პლეიონეს ასულები. ძველ ავტორებთან ჰიადების რიცხვი სამიდან შვიდამდე მერყეობს.

მითოსის თანახმად, ჰიადებს ჰყავდათ ძმა, სახელად ჰიასი, რომელიც ნადირობისას ლომმა დაფლითა (სხვა ვერსიით, გველმა დაგესლა). დიდხანს იგლოვდნენ დამწუხრებული ჰიადები საყვარელ ძმას. ზევსმა ისინი შეიბრალა, ცად აღაზევა და ვარსკვლავებად გარდასახა. ბერძენთა რწმენით, ეს იყო ხბოს თანავარსკვლავედის შვიდი მნათობი, რომელთა გამოჩენა წვიმიანობის დაწყებას მოასწავებდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები