ჰიალომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიალომა

ჰიალომა – (Hyalomma; ბერძნ. hyalos მინა + omma თვალი), ტკიპების გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს, Parasitiformesის რაზმს, Arachnoidea-ს კლასს.

სახეობები:

- Hyalomma anatolicum (ანატოლიური) – სამმასპინძლიანი ტკიპი. გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. ძირითადად პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის სხეულზე, თუმცა გვხვდება სხვა სახეობის ცხოველებზეც. ბინადრობს საძოვრებზე და პირუტყვის სადგომებში. არის Theileria annulata-ს და Th.mutans-ის გადამტანი;

- Hyalomma detritum (ლათ. deterrere წაშლა, განადგურება, გახრწნა) – ორმასპინძლიანი ტკიპი. გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ცხენის და სხვა ცხოველების სხეულზე;

- Hyalomma plumbeum (ლათ. plumbeum ტყვია) – ორმასპინძლიანი ტკიპი. გავრცელებულია უკრაინაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, შუა აზიაში. მისი ლარვები და ნიმფები იკვებებიან ფრინველის სისხლით, იმაგო (ზრდასრული) ფორმები პატრაზიტობენ მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ცხენის სხეულზე. ბინადრობს გადაუხნავ საძოვრებზე. არის Piroplasma caballi-ს, Nuttallia equi-ს და Anaplasma ovis-ის გადამტანი;

- Hyalomma scupense – ერთმასპინძლიანი ტკიპი. გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. წლის ცივ პერიოდში (ოქტომბრიდან მაისამდე) პარაზიტობს ძირითადად ძროხეულის, იშვიათად ცხენის, ცხვრისა და სხვა ცხოველების სხეულზე. არის Theileria annulata-ს და Nuttallia equi-ს გადამტანი.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები