ჰიგიეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიგიეა – (ბერძნ.) ჯანმრთელობის ქალღმერთი. ასკლეპიოსის ასული.
ჰიგიეას კულტი გვიან მიიღეს ბერძნებმა, ამიტომ მასზე ნაკლებად თხზავდნენ მითებს. ჰიგიეას წარმოსახავდნენ ახალგაზრდა ქალად, რომელსაც თავს დიადემა ერქვა, ხელში კი თასი ეჭირა, რომლითაც გველს სასმელს აწოდებდა.
თანამედროვე სამყაროში გველშემოგრაგნილი თასი მედიცინის ემბლემაა, ხოლო ჰიგიეას სახელიდან მომდინარეობს ტერმინი „ჰიგიენა“.