ჰიდრავლიკური ბურღვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდრავლიკური ბურღვა − მთის ქანის ბურღვა წყლის თხელი ჭავლის ენერგიის გამოყენებით. პროცესისათვის გამოიყენება ჰიდრავლიკური მანქანა, რომლის სამუშაო ორგანოდან (როგორც წესი, კონუსური ფორმის ლითონის მილიდან) რამდენიმე ათასი ატმოსფერული წნევისა და ზებგერითი სიჩქარის წყლის ჭავლი გამოიტყორცნება.