ჰიდრავლიკური დანამატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდრავლიკური დანამატები – აქტიური მინერალური დანამატები – ნივთიერებები, რომლებიც ჰაერკირთან შერევით ანიჭებენ მას ჰიდრავლიკურობას ანუ უნარს ჰაერზე წინასწარი გამყარების შემდეგ გააგრძელოს გამყარება წყალში. ჰიდრავლიკური დანამატები ამაღლებს ცემენტების სიმტკიცეს მტკნარი და მინერალიზებული წყლის მოქმედების მიმართ. მის რეაქციას განაპირობებს ძირითადად აქტიური კაჟმიწის არსებობა, რომელიც შთანთქავს კირს, მოცულობის გადიდებით და წყალში უხსნადი კალციუმის სილიკატის წარმოქმნით.

დანალექი წარმოშობის ბუნებრივი ჰიდრავლიკური დანამატებია დიატომიტი, ტრეპელი, სპონგოლითი;
ვულკანური წარმოშობის – პემზა, ტუფი, ფერფლი, პუცოლანი;
ხელოვნური – აგურფხვნილი, მიღებული აგურის ლეწის დაფქვით, გრანულირებული ბრძმედის წიდა, ნაცარი და სხვ.
ჰჰიდრავლიკური დანამატები გამოიყენება აგრეთვე პუცოლანიანი ცემენტის მისაღებად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები