ჰიდროაკუსტიკური კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროაკუსტიკური კომპლექსი - ობიექტზე (წყალქვეშა ნავი, ხომალდი, საავიაციო და სანაპირო ობიექტები) განთავსებული სხვადასხვა დანიშნულების და მუშაობის რეჟიმის მქონე ჰიდროაკუსტიკური საშუალებების ერთობლიობა. ისინი გაერთიანებულია საერთო სქემით და კონსტრუქტორული გადაწყვეტილებით უზრუნველყოფენ ჰიდროაკუსტიკის ამოცანების ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტას.

განკუთვნილია ობიექტების (მიზნების) აღმოჩენისა და კლასიფიცირებისთვის, მათი კოორდინატების და მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრისთვის, იარაღის გამოყენების მიზნით მონაცემების გაცემისთვის, ასევე – ჰიდროაკუსტიკური კავშირის დამყარებისთვის, ურთიერთმოქმედი ძალების დადგენის და კომანდების გადაცემისთვის, ცურვის სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სხვადასხვა ჰიდროლოგიურ პირობებში სხვა ამოცანების შესასრულებლად.

ჰიდროაკუსტიკური კომპლექსები მუშაობენ პასიურ და აქტიურ რეჟიმში და შეიძლება შეიცავდნენ ხმის პელენგატორს, ჰიდროლოკატორს, ჰიდროაკუსტიკური სიგნალების აღმოჩენის, წყალქვეშხმოვან და ურთიერთდადგენის, მანძილის გაზომვის, ნაღმების აღმოჩენის და სხვა სადგურებს (არხებს).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები