ჰიდროტექნიკური გვირაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდროტექნიკური გვირაბი – მიწისქვეშა წყალსატარი ჩაკეტილი განივი კვეთის, დაწნევით ან უდაწნეო წყლის მოძრაობით, რომელიც მოწყობილია დედამიწის ქერქში მასზე არსებული გრუნტის მასის მოუხსნელად. წყალსამეურნეო დანიშნულების მიხედვით არსებობს ენერგეტიკის, ირიგაციის, სანაოსნო, ხე-ტყის საცურებელი, წყალსაგდები, წყალსადენი, მშენებლობის (მდინარის წყლის დროებითი გადაგდებისათვის ჰიდროკვანძის მშენებლობისას) და კომბინირებული ჰიდროტექნიკური გვირაბი.