ჰიდროტრანსპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიდროტრანსპორტი – წყლის ნაკადით მასალების ტრანსპორტირების ერთ-ერთი სახე. ჰიდროტრანსპორტი არის ორგვარი: სადაწნევო და უდაწნევო. გამოიყენება ჰიდრომექანიზაციაში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას.

დაწნევიანი ჰიდროტრანსპორტი

ჰიდროტრანსპორტის სახეობა, რომელშიც ჭარბი წნევით ჰიდრონარევი მილსადენებით მიეწოდება დამჭირხნი მანქანა-მექანიზმების მეშვეობით (გრუნტის ტუმბო, მიწასაწოვი, ნახშირსაწოვი და სხვ.) ან ნიშნულთა სხვაობა განაპირობებს ჰიდრონარევის მილსადენის სრულად შევსებული კვეთით მიწოდებას.

უდაწნეო ჰიდროტრანსპორტი

ჰიდროტრანსპორტის სახეობა, რომელშიც ჰიდრონარევის მოძრაობას ღია არხში, ღარში ან მილში ნაწილობრივ შევსებული კვეთით (დაღმავალი ნაკადები), განა-პირობებს სათანადო ნიშნულთა სხვაობა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები