ჰიმერა – (ბერძნ.) „დღე“. ქალღმერთი, რომელიც განასახიერებდა დღეს. ღამისა (ნიქსის) და წყვდიადის (ერებოსის) ასული; ეთერის და.
ჰიმერა ჰელიოსის თანამავალი იყო. რომაელები მას დიესს უწოდებდნენ.
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის