ჰიმნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიმნი - (ბერძნული - hymnos),

1. საგალობელი, რომელიც ქრისტიანული ღვთისმსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ჰიმნები დამკვიდრდა დაახლოებით V-VI ს-დან და ასახავდა მორწმუნე ადამიანის რელიგიურ განწყობილებას.
2. ლირიკული ნაწარმოები. ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ საზეიმო ხასიათის ლექს-სიმღერას ღმერთებზე ან ლეგენდარულ სახალხო გმირებზე. შემდეგ − ისეთ მუსიკალურ ნაწარმოებს ან ლექსს, რომელიც ხოტბას ასხამდა არა მარტო ღვთაებას ან გმირს, არამედ რაიმე ამბავს. მოვლენას, ადამიანს. ჰიმნი ითხზვებოდა სახელმწიფოს სადიდებლადაც.

XIX საუკუნიდან ჰიმნს უწოდებენ საზეიმო სიმღერას ან ლექსს, რომელიც ეძღვნება დიდ ეროვნულ, სახელმწიფოებრივ მოვლენებს. ამასთან, ყოველ სახელმწიფოს თავისი ჰიმნი აქვს.

ჰიმნებებს ასრულებდნენ ზეიმებზე, მეფის კარზე გამართულ ცერემონიებზე, დარბაზობაზე და ა.შ. რევოლუციური ჰიმნების მაგალითია ფრანგული „მარსელიოზა“ (1792), რომელიც საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი გახდა, და იტალიური „გარიბალდელთა ჰიმნი“ (1848-58), პროლეტარული ჰიმნი „ინტერნაციონალი“ (1887).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები