ჰიპერბოლა (ლინგვისტიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიპერბოლა – (ბერძნ. hyperbole - გაზვიადება, გადაჭარბება), ტროპის სახე, რომელიც საგნის, მოვლენის ხასიათის ან თვისების რომელიმე მხარეს განგებ გაზვიადებულად გამოხატავს.
ჰიპერბოლა ძალზე გავრცელებულია როგორც ჩვეულებრივ სასაუბრო მეტყველებაში („თვალის დახამხამებაში, „მილიონჯერ მითქვამს“..), ისე მხატვრულ ლიტერატურაში, სადაც მას დიდი გამომსახველობითი ძალა ენიჭება.
- „კაცი კაცსა შემოვსტყორცი,
- /ცხენ-კაცისა დავდგი გორი:/
- კაცი, ჩემგან განატყორცი
- /ბრუნავს, ვითა ტანაჯორი…:
- (შოთა რუსთაველი).
ჰიპერბოლა არ უნდა აირიოს ემფაზისში, რომელიც აღნიშნავს მხოლოდ დისპროპორციას, ერთი მხრივ, რეფერენტებს, სიტუაციას, კონტექსტსა და, მეორე მხრივ, მათ გამოხატვას შორის.
ჰიპერბოლის საპირისპირო პროცესია ლიტოტესი.