ჰიპერბოლა (მხატვრული ხერხი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპერბოლა – (ბერძნ. hyperbole – გაზვიადება, გადაჭარბება), სტილისტური ფიგურა ან მხატვრული ხერხი, რომელიც გაზვიადებულად, ჭარბი ფერებით ასახავს საგნის ან მოვლენის ამა თუ იმ თვისებას. ჰიპერბოლა პირობითი მხატვრული ხერხია და ნაწარმოების მხატვრულ ქსოვილში შეაქვთ მეტი გამომსახველობის მისაღწევად. ჰიპერბოლა განსაკუთრებით დამახასიათებელია ეპიკური ფოლკლორის, რომანტიზმის პოეტიკისა და სატირის ჟანრისათვის.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები