ჰიპოდერმატოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპოდერმატოზი – (Hypodermatosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Hypoderma + osis დაავადება), მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ქრონიკული დაავადება. აღმძვრელები – Hypoderma bovis-ისა და H.lineatum-ის ლარვები პარაზიტობენ კუნთებშუა შემაერთებელ ქსოვილში, ზურგის ტვინის არხში (H.bovis), საყლაპავი მილის ღრმა ფენებსა (H.lineatum) და ზურგის მიდამოს კანქვეშა უჯრედისში. ჰიპოდერმატოზი ვლინდება ლარვების ჩაბუდების ადგილებში ანთებითი მოვლენებით, ორგანიზმის ზოგადი ინტოკსიკაციით, მეხორცული და მერძეული პროდუქტიულობის შემცირებით. ხშირად ავადობს მოზარდეული.

სიმპტომები: ზაფხულში, კვერცხებიდან გამოჩეკილი ლარვების კანში შეჭრისას – ქავილი, კანქვეშა უჯრედისის შეშუპება, დაზიანებული უბნების მტიკვნეულობა. ადრე გაზაფხულზე ზურგის მიდამოში ჯერ მკვრივი ბორცვაკები წარმოიქმნება, შემდეგ მათ წვერზე ფისტულა ჩნდება, საიდანაც სეროზული სითხე გადმოედინება, რომელიც ბალანს აწებებს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები