ჰიპოდერმები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიპოდერმები – (Hypoderma; ბერძნ. hypo ქვეშ + derma კანი), კანქვეშა ბორების გვარი; მიეკუთვნება Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. ლარვული ფორმები პარაზიტობენ ძროხის, იშვიათად ცხენის, ზებუს, ცხვრის, თხის კუნთებშუა შემაერთებელ ქსოვილში, კანქვეშ და ჰიპოდერმატოზს იწვევენ.
Hypoderma bovis (ლათ. bos კურო) – ჩვეულებრივი კანქვეშა ბორა. გავრცელებულია კერობრივად;
H.lineatum – (ლათ. linea ხაზი) – სამხრეთის კანქვეშა ბორა. გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში.