ჰიპოთირეოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპოთირეოზი - (hypothyroidism), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სეკრეციის ნაკლებობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრეტინიზმი ბავშვებში და მიქსედემა მოზრდილებში.

მოზრდილებში ჰიპოთირეოზი ხასიათდება ძირითადი ცვლის შენელებით, შეკავებით, სიფერმკრთალით, მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, სხვადასხვა ნევროლოგიური გამოვლინებებითა და ფსიქიკური აქტივობის დარღვევებით. ხშირად აღინიშნება დეპრესია და ბოდვითი აზრები, მძიმე შემთხვევებში კი შეიძლება განვითარდეს დემენცია. თირეოიდული ფუნქციის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტური თერაპიის გვერდითმა ეფექტმა. ფსიქოტროპული პრეპარატებიდან ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია უკავშირდება ლითიუმის გამოყენებას. (ჯანმოს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ჰორმონის ნაკლოვანება შესაძლებელია გამოწვეული იყოს ჯირკვლის ნებისმიერი დისფუნქციით. აუტოიმუნური პროცესებით, ვირუსული და ბაქტერიული ანთებებით, ასევე, იოდის ნაკლებობით.

კლინიკური ნიშნები ამ დროს თირეოტოქსიკოზის დროს არსებული ნიშნების საწინააღმდეგოა:

— არითმია;
— ძილიანობა;
— წონაში მომატება;
— დაღლილობა;
— უმადობა;

დიაგნოზი კლინიკური ნიშნების და ანალიზის პასუხების მიხედვით ისმება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები