ჰიპოკალციემია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიპოკალციემია - (hypocalciaemia), სისხლში კალციუმის იონების შემცველობის შემცირება, უპირატესად, ჰიპოპარათირეოიდიზმის გამო.
ჰიპოპარათირეოიდიზმით დაავადებულ, არანამკურნალევ პაციენტებს აღენიშნებათ ინტელექტუალური დაქვეითება, გამღიზიანებლობა და სხვა ორგანულ-ფსიქიკური სინდრომები, მათ შორის – ფსიქოზებიც. კალციუმის იონების შრატისმიერი კონცენტრაციის დაქვეითება იწვევს პერიფერიული ნერვებისა და განგლიების გამღიზიანებლობის მომატებას, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გახდეს ტეტანიის და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჰიპერაქტივობის სიმპტომების განვითარების მიზეზი.