ჰიპორქემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპორქემა – (ბერძნ. iporxema), სამხიარულო საგუნდო სიმღერის სახეობა ძველ საბერძნეთში, რომელსაც ახლდა ცეკვა და მიმიკური თამაში. ჰიპორქემის ლიტერატურულ ჟანრად ჩამოყალიბება დაკავშირებულია ფალესის (დაახლ. მე-7 ს. ძვ.წ.) სახელთან, რომელმაც გამოიყენა თავისი სამშობლოს, კრიტას სიმღერები. დასაწყისში ჰიპორქემა ვითარდებოდა როგორც დამოუკიდებელი ლირიკული ჟანრი; ტრაგედიის აღმოცენების შემდეგ, ჰიპორქემა სხვა საზეიმო ლირიკულ სახეობებთან ერთად, ტრაგედიული წარმოდგენების შემადგენელ ნაწილად იქცა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები