ჰიპოტენუზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიპოტენუზა – მართკუთხა სამკუთხედის გვერდი, რომელიც მდებარეობს მართი კუთხის პირდაპირ, ანუ მართკუთხა სამკუთხედის უდიდესი გვერდი.
ტერმინი წარმოქმნილია ბერძნული სიტყვიდან – hypoteinusa – „გაჭიმვა“, „გაჭიმული“, „დაძაბული“ ეს სახელწოდება მომდინარეობს ძველი ეგვიპტური არფიდან, რომელზეც სიმები გაჭიმული იყო ორ ურთიერთმართობულ საყრდენის ბოლოებზე. ევკლიდე ტერმინის – „ჰიპოტენუზის“ ნაცვლად წერდა: „გვერდი, რომელიც სჭიმავს მართ კუთხეს“.