ჰისტომონოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰისტომონოზი – (histomonosis; ბერძნ. histos ქსოვილი + monas ინდივიდი, ერთეული + osis დაავადება), ინდაურის ჭუკების, იშვიათად წიწილების ინვაზიური დაავადება, რომლის აღმძვრელია უმარტივესი – Histomonas meleagridis. ჰისტომონოზი გავრცელებულია ყველგან, ვლინდება მწვავე და ქრონიკული ფორმებით. ფრინველი მოდუნებულია, კარგავს ჭამის მადას. ვითარდება ფაღარათი. ხშირად, თავის მიდამოში კანი მუქ ფერს იძენს, რის გამო დაავადებას „შავ თავს“ უწოდებენ. ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით. ზრდასრული ფრინველი კვერცხმდებლობას ამცირებს.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები