ჰიტლერი ადოლფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადოლფ ჰიტლერი

ჰიტლერი ადოლფ- (Hitler, ნამდვილი გვარი – შიკლგრუბერი, 1889–1945), გერმანიის ნაცისტი დიქტატორი 1933–45 წლებში.

დაიბადა ავსტრიაში. ავსტრიელი მებაჟის შვილი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1919 წელს შევიდა „გერმანელ მუშათა პარტიაში“ (შემდგომში ― გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია) და 1921 წელს მისი ლიდერიც გახდა. 1933 წელს ჰიტლერი გერმანიის კანცლერად აირჩიეს. უკვე მომდევნო წელს, ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისთანავე, მან თავი ფიურერად (ბელადად) გამოაცხადა. 1941 წლიდან შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

ჰიტლერის მსოფლმხედველობის არსი, რაც მის Mein Kampf-შია (1925) გადმოცემული, გერმანული ექსპანსიონისტური ნაციონალიზმისა და ძლიერი ანტისემიტიზმის შერწყმის მცდელობაა ისტორიის ისეთი თეორიის შესაქმნელად, სადაც ებრაელებსა და გერმანელებს, ანუ ბოროტ და კეთილ ძალებს — შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს. ჰიტლერის პოლიტიკის უშუალო შედეგი იყო მეორე მსოფლიო ომიცა და ე.წ. ჰოლოკოსტიც („ებრაელთა სასაკლაო“).

საბჭოთა ჯარების ბერლინში შესვლის შემდეგ, 1945 წლის 30 აპრილს, თავი მოიკლა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები