ჰიუიტი ბრაიან ჯორჯ
ბრაიან ჯორჯ ჰიუიტი − (დ. 11 ნოემბერი, 1949 დონკასტერი, ინგლისი), ინგლისელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი.
დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (ინგლისი), ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკათმცოდნეობის სკოლის (SOAS) პროფესორი 1998 წლიდან. ჰიუიტი ავტორია მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიებისა. გამოქვეყნებულია ცალკე წიგნებად „აფხაზური ენა“, ზ. ხიბასთან ერთად - LDS (Lingua Descriptive Suties), vol. 2, 1979; „დაქვემდებარების ტიპოლოგია ქართულსა და აფხაზურში“, Berlin; „ქართული ენა: სტრუქტურულ მიმართებათა გრამატიკა“, Amsterdam/Philadelphia/London; „ქართული ენა: გრამატიკა შემსწავლელისთვის“, Amsterdam/Philadelphia/London; „ქართული ენა: გრამატიკა შემსწავლელისთვის“, London an New York, 1996; „ქართული საკითხავი. ტექსტებით, თარგმანითა და ლექსიკონით“, London, 1996. რეცენზიებიდან მნიშვნელოვანია რეცენზია ა. ჰარისის წიგნზე: Diachronic syntax: the Kartvelian case, 1987.
1980-იან წლებში აქვეყნებდა აგრეთვე ქართული მხატვრული პროზის (ვაჟა-ფშაველას მოთხრობები) ინგლისურ თარგმანებს.
შ. აფრიდონიძე