ჰიური-ფერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰჲური-ფერი (თაბ. Гьюри-Пери) – დაღესტნური (თაბასარანული) პანდემონიუმის ანთროპომორფული პერსონაჟი, კეთილი სული; წარმოდგენილი ჰყავთ ფრთოსანი ლამაზი ქალიშვილების სახით; ცხოვრობენ ზეცაში, სადაც მათ სამეფოს მზეთუნახავი მეფე განაგებს, და სამოთხეში. თაბასარანელთა რწმენით, მათი საზოგადოების პერიოდული შემვსებია 15-16 წლის ასაკში გარდაცვლილი დაუქორწინებელი გოგოები და ბიჭები, რომლებსაც ისინი ქმრებად ირჩევენ. ადამიანისგან განსხვავებით ჰჲური-ფერები უკვდავნი არიან.
ლიტერატურა
Алимова В. М. Табасаранцы. XIX – начало XX в. Историко-этнографическое исследование. Махачкала,1992.