ჰოლმაჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოლმაჩ-ი (ჩეჩნ. ХIолмач) – ჩეჩნური თილისმა – წითელი ფერის ქსოვილში გამონასკვული ცხოველის ძვალი, კბილი, ბრჭყალი, ნახშირი ან სხვა რამ საგანი; ამზადებდნენ მკითხავ-მისნები ვისიმე გასათვალად, „დასამიზეზებლად“. დამკვეთი ჰოლმაჩს გასათვალად შერჩეული პირის ფანჯრის ქვეშ მიწაში ან ღობის ძირში ფლავდა.


ლიტერატურა

Мадаева З. А. Народные календарные праздники вайнахов. Грозный, 1990.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები