ჰოლოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰოლოგრაფია - მოცულობითი ფოტოგრაფია, რომელიც წარმოადგენს საგნის მოცულობითს ასლს. ჰოლოგრაფიული გამოსახულება, როგორც რეალური საგანი, შესაძლებელია სხვადასხვა კუთხით და ყოველთვის განსხვავებულად იქნეს დანახული. დაკვირვების წერტილის შეცვლის მიზნით თავის დახრით შეიძლება შეიხედო გამოსახულების კიდის უკან. ჩვეულებრივი ფოტო ბრტყელი, ორგანზომილებიანია. ჰოლოგრაფია ფოტოგრაფიას - „მატებს“ მესამე განზომილებას და ყველა ოპტიკურ ინფორმაციის ფიქსირება ხდება ობიექტივის გარეშე. ბნელი ოთახი ასრულებს ფოტოაპარატის როლს. ჰოლოგრაფიის ფუძემდებლად ითვლება უნგრელი ფიზიკოსი დენის გაბორი.