ჰომილეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰომილეტიკა – სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც შეიცავდა სამღვდელო პირთა მიერ წარმოთქმულ მოძღვრება-ქადაგებებს (ჰომილიებს). ჰომილიები იწერებოდა შემთხზველის მიერ წინასწარ, ან წარმოთქმის დროს სხვა პირის მიერ. ჰომილეტიკურ ლიტერატურაში გამოჰყოფენ: სადღესასწაულო ქადაგებებს, ენკომიებს (მოწამეთა და წმიდანთა სახელობის ხოტბა-შესხმებს), ეპიტაფიებს და საკუთრივ ჰომილიებს, რომელთაც ეგზეგეტიკურ-მორალისტური ხასიათი ჰქონდათ, რადგან საღვთო წერილის კვირა-უქმეებში წასაკითხი ადგილების განმარტებას ისახავდნენ მიზნად. ჰომილეტიკა ღვთისმსახურებასთან უშუალოდ დაკავშირებული დარგია სასულიერო მწერლობისა და ბუნებრივია მისი განვითარება საქართველოში. X საუკუნემდე ჩვენში უკვე დასრულებულია ძირითად ჰომილეტიკურ ნაწარმოებთა ქართულად გადმოღება. ნათარგმნი ქადაგებანი გვხვდება ისეთ კრებულებში, როგორიცაა „მრავალთავი“ და „მარგარიტი“. XI საუკუნემდე ჰომილეტიკური ნაწარმოებები უბრალო, „ლიტონი“ ენით იწერებოდა. ამ საუკუნეში იწყება მეტაფრასული პერიოდი ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში, როცა მიზნად დაისახეს მანამდე დაწერილ ნაწარმოებთა გალამაზება გამშვენიერება. ეს მიმართულება ჰომილეტიკასაც შეეხო. ქართულ ენაზე არსებობდა ორიგინალური ჰომილეტიკური ძეგლებიც. ამ მხრივ ნაყოფიერად უმოღვაწნია იოანე ბოლნელს (X ს.) რამდენიმე ცნობილი მქადაგებელი XVII-XVIII სს. მწერლობაშიც იყო (ნიკოლოზ რუსთველი, გერმანე მონაზონი, ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი, სულხან-საბა ორბელიანი, იონა ხელაშვილი).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები