ჰომოგენური პროცესები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰომოგენური პროცესები – პროცესები, რომელშიც ყველა მორეაგირე ნივთიერება ერთი და იმავე ფაზაშია: აირად, მყარ ან თხევად ფაზაში. ჰომოგენურ სისტემაში რეაქცია მიდის უფრო სწრაფად, ვიდრე ჰეტეროგენულში. ამიტომ ტექნოლოგები ტექნოლოგიური პროცესების ჰომოგენურ ფაზაში ჩატარებას ცდილობენ. ამისათვის მორეაგირე ნივთიერებები, ან უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი, თხევად ფაზაში გადაყავთ გალღობის ან გახსნის საშუალებით. იგივე მიზნით ახდენენ აირების აბსორბციას ან კონდენსაციას.