ჰონორიუს III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰონორიუს III – (ლათ. Honorius PP. III, ერისკაცობაში — ჩენჩიო საველი, იტალ. Cencio Savelli, დაახ. 1155, რომი – 18 მარტი 1227, იქვე), რომის პაპი, 1201 – კარდინალი, იყო პაპ ინოკენტი III-ის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი, რომლის დროსაც ასრულებდა რომის პაპის ხაზინის ხელმძღვანელის ფუნქციებს.

1220 ჰონორიუს III-მ გვირგვინი დაადგა იმპერატორ ფრიდრიხ II-სა და მის მეუღლეს კონსტანციას. ჰონორიუს III-გან მიიღო გვირგვინი 1217 კონსტანტინოპოლის ლათინთა იმპერიის იმპერატორმა პიერ დე კურტენემ. ალბიგოელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერდა სიმონ დე მონფორს. საგარეო პოლიტიკაში აგრძელებდა წინამორბედი პაპების კურსს. აქტიურად იყო ჩაბმულია V ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებაში. ამ დროს იგი დაუკავშირდა საქართველოს მეფეს გიორგი V ლაშას და ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა სთხოვა, მაგრამ უცხოელ დამპყრობთა შემოსევებმა და ლაშა-გიორგის გარდაცვალებამ ხელი შეუშალა ქართველებს ჩაბმულიყვნენ ამ კამპანიაში 1221. V ჯვაროსნული ლაშქრობა კრახით დამთავრდა. რომის პაპი საქართველოს მეფეს რუსუდანს უკავშირდება და სთხოვენ ლაშქრობაში მონაწილეობას. მაგრამ ჰონორიუს III-ის გარდაცვალებამ მცირე ხსნით გადადო VI ჯვაროსნული ლაშქრობა. ჩვენამდე მოღწეულია ჰონორიუს III-ისა და ქართველ მეფე-მთავრების მიმოწერა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები