კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰორაციუსი (პოეტი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი

ჰორაციუსი (კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი) − (ლათ. Quintus Horatius Flaccus, 65-8 ძვ.წ.), რომაელი პოეტი. ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა, ჩამოაყალიბა თავისი ესთეტიკური შეხედულებები ლიტერატურასა და დრამაზე წიგნში „გზავნილი პიზონებს“, რომელმაც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მიიღო სახელწოდება „პოეზიის მეცნიერება“. აქ იგი დიდ ადგილს უთმობს დრამის ესთეტიკურ ნორმებს, ავტორებს ურჩევს კარგად შეისწავლონ რეალობაში არსებული ხასიათები, რაც მათ დაეხმარება იპოვნონ სტილური ხერხები, ესოდენ საჭირო სცენის ხელოვნებისათვის. იგი უპირატესობას ანიჭებს მოქმედებას და არა თხრობას მოქმედების შესახებ. მისი აზრით, დრამატურგი უნდა ერიდოს იაფფასიან ეფექტებს და ღმერთები სცენაზე უნდა შემოიყვანოს მხოლოდ ტრაგიკული პერიპეტიის გადასაწყვეტად. ქოროს იგი აკისრებს მოქმედების მეთვალყურეობას და მოვლენების ზნეობრივ შეფასებას. მისი აზრით, სცენაში მონაწილე მსახიობთა რიცხვი 3-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო ტრაგედია უნდა დაყოფილიყო 5 აქტად. „პოეზიის მეცნიერებამ“ იქონია უდიდესი გავლენა კლასიციზმის პოეტიკაზე.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები