ჰოტელინგის წესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოტელინგის წესი - (Hotelling’s rule), არაკვლავწარმოებადი ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების წესი, დადგენილი ჰ. ჰოტელინგის მიერ 1931 წელს (The Economics of Exautible Resources. The Journal of Political Economy. Vol. 39, pp. 137-175). ეს წესი დღემდე რჩება განმსაზღვრელად წიაღისეულის მოპოვების ოპტიმალურობის დადგენაში. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: იმისათვის, რომ მოპოვება იყოს ოპტიმალური, მიწაში დარჩენილი ერთეული რესურსის ნეტო-ფასი (გასაყიდ ფასს მინუს მოპოვების დანახარჯები) დროთა განმავლობაში უნდა გაიზარდოს იმ ტემპით, რა ტემპითაც გაიზრდება სარგებლის განაკვეთი. უფრო ზუსტად, ნეტო-ფასის ზრდის ტემპი არ უნდა აღემატებოდეს სარგებლის განაკვეთისას. რესურსის მფლობელი დგას არჩევანის წინაშე: ამოიღოს ერთეული რესურსი და მოახდინოს მისი გაყიდვით მიღებული თანხის ინვესტირება მიმდინარე სარგებლის განაკვეთით, თუ დატოვოს იგი მიწაში. ჰოტელინგის წესს ალტერნატიული ფორმულირებაც აქვს: ერთეული რესურსის დისკონტირებული ღირებულება უნდა იყოს უცვლელი იმის მიუხედავად, თუ როდის იქნება ეს რესურსი ამოღებული მიწიდან.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები