ჰუბერტუსბურგის ხელშეკრულება 1761

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუბერტუსბურგის ხელშეკრულება 1761 – დაიდო, ერთი მხრივ, პრუსიასა და, მეორე მხრივ, ავსტრიასა და საქსონიას შორის. ხელი მოაწერეს საქსონიის ციხესიმაგრე ჰუბერტუსბურგში 5.II. წარმოადგენდა ერთ-ერთ ხელშეკრულებას, რომლებითაც დამთავრდა შვიდწლიანი ომი (1756-63).

ამ ხელშეკრულებით ავსტრია უარს ამბობდა პრუსიის მეფის კუთვნილ მიწებზე. ამგვარად, სილეზია საბოლოოდ დაიმტკიცა პრუსიამ. საქსონიის კურფიურსტს დაუბრუნდა მიწები, რომლებიც ომის დასაწყისში დაიკავა ფრიდრიხ II-მ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს დაუბრუნებდნენ ხელთნაგდებ ქონებას და გაცვლიდნენ ტყვეებს. ფრიდრიხ II კისრულობდა ვალდებულებას, რომ ხელს არ შეუშლიდა კათოლიკურ აღმსარებლობას სილეზიაში. ხელშეკრულების საიდუმლო მუხლში იგი ჰპირდებოდა ავსტრიის ერცჰერცოგ იოზეფს დახმარებას იმპერატორის არჩევნების დროს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები