ჰუგენსი ქრისტიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტიან ჰიუგენსი

ქრისტიან ჰიუგენსი (გერმ. Christiaan Huygens, (1629-1695 წ.), ნიდერლანდელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი.

ჰიუგენსი დაიბადა ჰააგაში. ეს მეცნიერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ექსპერიმენტალურ სამუშაოებს. ცდილობდა შეემოწმებინა ყოველი თეორია თუ საკმაოდ დაუმტკიცებლად ეჩვენებოდა, რითაც გამორიცხავდა ყალბ ჰიპოთეზებს მეცნიერი აწარმოებდა ქანქარას რხევის გამოკვლევებს, რის შედეგადაც დაადგინა ქანქარას მართვის კანონები, დაადგინა დამოკიდებულება ქანქარას სიგრძესა და რხევის პერიოდს შორის. ქანქარა გამოიყენა საათში და გახდა პირველი ქანქარიანი საათების კონსტრუქტორი.

ამას გარდა ჰიუგენსი აგრძელებდა მყარი სხეულის დინამიკის გამოკვლევებს, რომლებიც გალილეიმ დაიწყო და დაამთავრა ისააკ ნიუტონმა, რომელმაც მოგვცა სამი ცნობილი კანონის ფორმულირება. ჰიუგენსის დამსახურებას წარმოადგენს დაჯახების კანონებისა და ცენტრისკენული ძალის აღმოჩენა. დღეს ჰიუგენსს ვიცნობთ როგორც სინათლის ტალღური თეორიის ფუძემდებელს. მან წამოაყენა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სინათლეს აქვს ტალღური ბუნება და წარმოადგენს „ეთერის“ რხევის შედეგს. „ეთერის“ ცნება შემოიტანა იმიტომ, რომ მხოლოდ ამით შეეძლო აეხსნა სინათლის გავრცელება ვაკუუმში.

ქრისტიან ჰიუგენსმა ახსნა სინათლის არეკვლისა და გარდატეხის მოვლენა. მის შედეგად ახსნა სხივების ორმაგი გარდატეხის მოვლენა ისლანდიური შპატის კრისტალებში. ამის გარდა მეცნიერს აინტერესებდა სხეულთა დრეკადობის პრობლემები, აგრეთვე ასტრონომიაც. აღმოაჩინა სატურნის რგოლები. გამოირკვია ტელესკოპების ნაკლოვანი მხარეები, ცდილობდა მოეცილებინა სფერული და ქრომატული აბერაცია.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები