შუხართი ჰუგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰუგო შუხართი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუგო შუხართი – (1842-1927), გამოჩენილი ავსტრიელი ენათმეცნიერი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ვენის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. იგი იყო ევროპის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიების წევრი;

XIX ს-ის 80-იან წლებში დაინტერესდა ქართულით, დაუკავშირდა ქართველ სწავლულებსა და საზოგადო მოღვაწეებს. ჰუგო შუხართს ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, პეტრე მელიქიშვილთან, ნიკო მართან, ალექსანდრე ცაგარელთან, ალექსანდრე ხახანაშვილთან, ფილიპე გოგიჩაიშვილთან, დავით კარიჭაშვილთან, ნოე ჟორდანიასთან, დავით სარაჯიშვილთან, ნიკო ღოღობერიძესთან და სხვ.

ავსტრიელ მეცნიერს დაბეჭდილი აქვს 20-მდე გამოკვლევა ქართული ენისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. შუხართის არქივში ინახება მსოფლიოს სხვადასხვა (ოქსფორდის, ბერლინის, რომის) ბიბლიოთეკებიდან გამოგზავნილი პასუხები შეკითხვაზე, არის თუ არა მათს ფონდებში ქართული ხელნაწერები. ჯერ კიდევ 1896 წლის აპრილში მსგავსი შეკითხვით მას მიუმართავს ნეაპოლის მახლობლად Torre del Greco-ს მესვეურებისთვის. იგი იმდენად იყო დაინტერესებული ქართული კულტურული მემკვიდრეობით, რომ გადაწყვიტა სინური წარმომავლობის ხელნაწერი წიგნების შეძენა ვენელი მხატვრისაგან. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შუხართის არქივში ინახება 13000 წერილი და პირველი ეკუთვნის ვენის უნივერსიტეტის პროფესორ ჰაინრიხ ცაისბერგს. სწორედ მან მიაწოდა შუხართს პირველი ცნობა ქართული ხელნაწერების შესახებ. ჰუგო შუხართი ინტენსიურად მუშაობდა მის ხელთ არსებულ ქართულ ხელნაწერებზე, რომლებიც მან 1897 წელს შეიძინა ავტრიელ მხატვარ ალფონს მილიხისგან. ამ წერილობით სიძველეთა შესახებ თავისი ვრცელი გამოუქვეყნებელი გამოკვლევა მეცნიერმა გადმოუგზავნა აკ. შანიძეს. ეს შრომა ამჟამად ინახება საქართველოს ცენტრალური არქივის ფონდში.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები