ჰუნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰუნები - ცენტრალური აზიის ტრამალებიდან გამოსული თურქულენოვანი მომთაბარე ტომები. დასავლეთისკენ მოძრაობის დროს მათ შეერწყნენ უნგრული და სარმატული მოდგმის ჯგუფები.
V საუკუნის 70-იან წლებში ჰუნებმა ვოლგა გადმოლახეს და თავს დაესხნენ აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში მცხოვრებ ალანებსა და გუთებს. ზოგიერთი გერმანული და სხვა ტომების დამორჩილებით ჰუნებმა ჩამოაყალიბეს დიდი ტომთა კავშირი, რომელმაც ატილას დროს ძლერების მწვერვალს მიაღწია. ჰუნების დასავლეთისკენ წინსვლა შეაჩერა 451 წელს კატალაუნის ბრძოლაში დამარცხებამ.
ატილას სიკვდილის შემდეგ (453) ტომთა კავშირი დაიშალა. მალე ჰუნები გაქრნენ როგორც ეთნიკური ჯგუფი.