ჰურულღინზაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰურულღინზაბი / ღურულ ჰურულღინზაბი (ანდალ. ХIурулгIинзаби, ხუნზახ. ГIурул ХIурулгIинзаби) – „მდინარის ანგელოზები“ ანდალალურ და ხუნზახურ მითოლოგიაში. ბაწადელი ანდალალების რწმენით, მდინარის ანგელოზები ის დამხრჩვალი ადამიანები ხდებოდნენ, რომელთა გვამები მდინარემ უკვალოდ წაიღო. როცა ხალხი მდინარესთან მივიდოდა, აუცილებლად იტყოდა: „მოგესალმებით, ჰურულღინზაბებო!“ (Ассалам гIалейкум ХIурулгIинзаби).

ხუნზახელები თვლიდნენ, რომ უცოდველი და მართლმორწმუნე ბავშვები სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ხვდებიან და ჰურულღინზაბები ხდებიან. მათთან ქორწინდებიან ის ჭაბუკები და ქალიშვილები, რომლებმაც სიცოცხლეში ოჯახის შექმნა ვერ მოასწრეს. როცა დაუქორწინებელი ვაჟი იხრჩობოდა და მის ცხედარს ვერ პოულობდნენ, ამბობდნენ, რომ იგი მდინარის ანგელოზებმა წაიყვანეს.


ლიტერატურა

  • Алигаджиева З. А., Сефербеков Р. И. К характеристике некоторых мифологических персонажей аварцев-андалалцев // Вестник Дагестанского научного центра. Махачкала, 2004. № 19;
  • Сефербеков Р. И., Шигабудинов Д. М. Мифологические персонажи традиционных верований аварцев-хунзахцев. Махачкала, 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები