Cotoneaster Meyeri Pojark
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Cotoneaster Meyeri Pojark – ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 2 მ-მდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია. ნორჩი წვრილია, წკეპლისებური. თავიდან მეტ-ნაკლებად თეთრად შებუსულია, შემდგომ პერიოდში შიშველია. ფოთლის ყუნწები მოკლეა. ფოთლები მოგრძო ელიფსურია ან ელიფსური. წვერზე ბლაგვად ამოკვეთილი. ფოთლები თითქმის შიშველია, ზედა მხარე მუქი მწვანე, ქვედა უფრო ღია. ყვავილედი 5-10-ყვავილიანია, იღლიური, თავდახრილი. გვირგვინი თეთრია, ფართოდ გადაშლილი. ჰიპანთიუმი შიშველია. ყვ. IV-VI; ნაყ. IX-X იზრდება ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და მეჩხერ ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უჯარმის მიდამოებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.